Արագ հղում

Yerevan Brusov State University of Languages and Social Sciences

 



Դուք այստեղ եք` Գլխավոր » Category Table » Georgia

Georgia

Նամակ գրել Տպել PDF
Georgia                               კათედრის შესახებ
ბოლო ათწლეულის განმავლობაში სომხეთის რესპუბლიკამ აღმოსავლეთ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის საკითხში პროგრესს მიაღწია. სწორედ აღმოსავლური ენების მცოდნეთა მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ერევნის სახელმწიფო ენათმეცნიერების უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების კათედრის გახსნა. ეს არის ცენტრი, სადაც სტუდენტებს უფრო სერიოზულად შეუძლიათ შეისწავლონ აღმოსავლური ქვეყნების ენები, ისტორია, რელიგია, ტრადიციები და მეცნიერების სხვა დარგები. აღმოსავლური ენების კათედრის შექმნამდე /2010 წლის მარტი/ ერევნის სახელმწიფო ენათმეცნიერების უნივერსიტეტში არსებობდა ცენტრი, სადაც ისწავლებოდა შემდეგი ენები: არაბული, კორეული, ინდური, ბერძნული, ჩინური და სპარსული.
    2010 წლის ივნისიდან დაარსდა აღმოსავლური ენების კათედრა და დაემატა თურქული, ქართული და იაპონური ენები.
    2011 წლიდან კათედრაზე ებრაული ენის სწავლება დაიწყო. აღმოსავლური ენების კათედრას ასევე თან ახლავს: არაბისტიკის, ირანისტიკის, ბერძნულის ინდურის და კორეულის კვლევითი კაბინეტების შექმნა.
კათედრაზე ისწავლება შემდეგი ენები:
  1. არაბული
  2. სპარსული
  3. თურქული
  4. ებრაული
  5. კორეული
  6. ჩინური
  7. იაპონური
  8. ინდური
  9. ბერძნული
  10. ქართული
ԲաններԲաններ
Բաններ
Բաններ
Բաններ
Բաններ
Բաններ
Բաններ